76 წლის ასაკში თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა
76 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე. ის საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს.
