დღეს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი მედლის მოპოვებას ძიუდოისტი ილია სულამანიძე შეეცდება
დღეს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი მედლის მოპოვებას ძიუდოისტი ილია სულამანიძე შეეცდება. ის 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა. სულამანიძე ასპარეზობას მეორე წრიდან იწყებს და ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულს შეხვდება. დღესვე ოლიმპიადაზე იასპარეზებს მოკრივე ლაშა გურულიც. მეოთხედფინალურ შეხვედრაში მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება. მანამდე ქართველმა მოკრივემ მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ოლიმპიადის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა. ცნობისათვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი ასპარეზობს. ოლიმპიური ჩემპიონები მთავრობისგან მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნები - ნახევარ მილიონს და ბრინჯაოს პრიზიორები კი 250 000 ლარს მიიღებენ.
