თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი დამატებითი კვლევის დაფინანსება დაემატება
თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი დამატებითი კვლევის დაფინანსება დაემატება. ეს საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნას გახდის შესაძლებელს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ რეესტრის შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც აღნიშნული მიმართულებით გარკვეული საჭიროებები გააჩნია. ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, საქართველოში ძვლის ტვინის ალოგენური გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს
