ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობს, მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელი ჯუეოპ ჰანი იპონით დაამარცხა და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ფინალის საგზურისთვის ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, ტრისტან მოსახლიშვილს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
