ირაკლი კობახიძე: ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო
პრემიერ-მინისტრმა, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ირანი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ირაკლი კობახიძის თქმით, ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი და ასევე გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ამ თემაზე ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, პრემიერ-მინისტრი სამარცხვინო სპეკულაციას უწოდებს
