ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება
ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც. კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტზე გაამახვილა ყურადღება. „ქართული ოცნების“ წევრები იხსენებენ სხვადასხვა პერიოდში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მოქმედი ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიმდინარე გამოძიებას არ ენდობიან
