პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამ დრომდე არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე კომენტარს არ აკეთებენ
პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამ დრომდე არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე კომენტარს არ აკეთებენ. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ, 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებენ მმართველ გუნდში. შეგახსენებთ, ყოფილი ბანკირები ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მთავრობისგან ხელშეკრულების შეწყვეტას აპროტესტებდნენ და სახელმწიფოსგან, მილიარდ ნახევარს ითხოვდნენ
