გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა. მხარეებმა ლურჯი მოცვის დაბინავების სეზონის მიმდინარეობის, განხორციელებული ექსპორტის მნიშვნელობის საკითხები და კულტურის წარმოების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პროგრამაზე-- „დანერგე მომავალი“. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლურჯი მოცვის გადამუშავებისა და წვენის წარმოების ხელშეწყობის ასევე, შეფუთვის მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.
