პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ხაზარაძე ჯაფარიძეს 650 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ
პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ხაზარაძე ჯაფარიძეს 650 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ - კვლავ პოლიტიკური შეფასების საკითხია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ყოფილი ბანკირების საქმე, არც პოლიტიკაა და არც ბიზნესი. ცნობისთვის, ხაზარაძე ჯაფარიზემ საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგეს, სადაც ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მთავრობისგან ხელშეკრულების შეწყვეტას აპროტესტებდნენ და სახელმწიფო სალაროდან, მილიარდ ნახევარს, ანუ, იმ დროისთვის, ბიუჯეტის მეოთხედს ითხოვდნენ.
