აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა
აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 4 ბალიანი სისტემით 2,96 ქულა მიიღო და მსოფლიოს 166 ი ქვეყნის და ტერიტორიის გლობალურ რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის 38-ე ადგილზე გავიდა. ქვეყანას 2012 წელს 73-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11 წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით ვუსწრებთ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, მათ შორის : იაპონიას, კანადას, ესპანეთს, ირლანდიას, პორტუგალიას, ლუქსემბურგს, პოლონეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, სამხრეთ კორეას, უნგრეთს, თურქეთს და ა.შ.
