ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბუდაპეშტშია
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბუდაპეშტშია. მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. პიტერ სტარაისთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და პროცესის შეუფერხებლად წარმართვაა. უნგრეთი 2030 წლისთვის ორგანიზაციის გახსნის დროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა და არ მიაჩნია სამართლიანად უკრაინა/მოლდოვის და საქართველოს დაყოფა. დღესვე მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
