საერთაშორისო არბიტრაჟმა ხაზარაძე-ჯაფარიძეს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა
საერთაშორისო არბიტრაჟმა ხაზარაძე-ჯაფარიძეს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. რატი ბრეგაძის განცხადებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა, მოსარჩელის მოთხოვნა კი უარყო. მინისტრი ამბობს, რომ ხაზარაძემ თავად შეუშალა ხელი ანაკლიის პორტის მშენებლობას და სახელმწიფოს ოთხი წელი დააკარგვინა
