ტერორიზმის საქმე
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხვა მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით. გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხა შამსუდინ ავლარიგოვიმ. ის დღეს მედიის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა, ჟურნალისტების კითხვებს კი არ უპასუხა. ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საკრებულოს დეპუტატი კარლო მუხაური, რომელიც ამბობს, რომ გამოძიების კითხვები ეხებოდა ტერორიზმის საქმეს, ასევე უკრაინაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კავშირს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
