ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო
ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მოლდოველი მიჰაილ ლატიშევი დამატებით დროში დაამარცხა, როდესაც მისი მეტოქე აკრძალული ილეთის გამო ბრძოლიდან მოხსნეს. გრიგალაშვილის მეტოქე მერვედფინალში ავსტრიელი ვაჰიდ ბორჩაშვილი იქნება. დღეს ტატამზე კიდევ ერთი ქართველი ეთერ ასკილაშვილი გამოვიდა, რომელიც პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
