ბათუმში ბილიარდის კლასიკურ სახეობა „თავისუფალ პირამიდაში“ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა
ბათუმში ბილიარდის კლასიკურ სახეობა „თავისუფალ პირამიდაში“ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თოთხმეტი ქვეყნის ასზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა. კონტინენტის პირველობაზე 17 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა, საუკეთესო შედეგი კი უკრაინელებმა აჩვენეს. ევროპის ჩემპიონატი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით გაიმართა.