შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 ადამიანი დააკავა, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 ადამიანი დააკავა, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.