ფოტო, რომელიც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს
ფოტო, რომელიც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. გამჭვირვალობის შესახებ კანონის აქტიური მოწინააღმდეგეები და „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსები ალა პუგაჩოვასთან ერთად პოზირებენ. იმ რუს მომღერალთან, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააპროტესტა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში კონცერტებს აქტიურად მართავდა ნინო ქათამაძე. ფოტოზე, ქათამაძის გარდა, ალა პუგაჩოვასთან ერთად არიან ნიკოლოზ რაჭველი და სტეფანე მღებრიშვილი. მმართველი პარტია ამბობს, რომ ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა, რადიკალურ ოპოზიციაში კი პრობლემას ვერ ხედავენ.
