პრემიერ მინისტრი ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმიანება
პრემიერ მინისტრი ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმიანება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილია. გარდა ამისა, სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ სარჩელის ავტორები უცხოეთიდან ფინანსდებიან, არადეკლარირებული თანხები აქვთ, შესაბამისად, გამჭვირვალობის მომხრეები ვერ იქნებიან. თავად ოპოზიცია კი სარჩელის მიზანს ქვეყნის გადარჩენის მოტივით ხსნის.
