რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა
რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტზე გაამახვილა ყურადღება. კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება გამხდარიყო ბიძინა ივანიშვილი ამ დანაშაულებრივი განზრახვის სამიზნე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტია. მთავრობის მეთაურმა, კიდევ ერთხელ გაიხსენა ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო ზარი და მისი მთავარი გზავნილი.
