ინგლისის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა
ინგლისის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. პოლიციის ცნობით, 17 წლის თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში მომღერალ ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა დაუდგენელია თავდასხმის მოტივი. პოლიციამ ტერორიზმის ვერსია გამორიცხა. თავდასხმას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შოკისმომგვრელი უწოდა.
