წყალტუბოს წყალმომარაგება-წყალარინებისა და შვიდი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
წყალტუბოს წყალმომარაგება-წყალარინებისა და შვიდი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, ქალაქ წყალტუბოში წყალარინების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის 60% სარგებლობს. არსებული ქსელისა და ობიექტების დიდი ნაწილი ამორტიზებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების ქსელი, მაგისტრალური კოლექტორი, საკანალიზაციო ორ ტუმბოიანი სატუმბი სადგური. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონამდე ლარით ფინანსდება.
