ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაა
ხელისუფლების უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე გადაცემა „იმედი ლაივში“ პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაა. მთავრობის მეთაურმა ევროინტეგრაციის გზაზე განვლილ სირთულეებსა და მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
