ტერაქტის მომზადების საქმე
რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტებზე გაამახვილა ყურადღება. კითხვაზე, თუ რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო ბიძინა ივანიშვილი ამ დანაშაულებრივი განზრახვის სამიზნე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტია. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო ზარი, სადაც მკვლელობის რისკზე იყო საუბარი.
