კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა, ის საკონსტიტუციო სარჩელია, რომელიც ოპოზიციამ და სალომე ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ შეიტანეს
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა, ის საკონსტიტუციო სარჩელია, რომელიც ოპოზიციამ და სალომე ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ შეიტანეს. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა ზურაბიშვილის განცხადებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ მას შემდეგ გაკეთებული, რაც მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა. შესაბამისად, ზურაბიშვილის მხრიდან ამავე სასამართლოსთვის მიმართვა პრემიერისთვის იმის აღიარებაა, რომ ქვეყანას არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს. მთავრობის მეთაურმა ზურაბიშვილის პოლიტიკურ როლზეც ისაუბრა და მას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა უწოდა. გამჭვირვალობა რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება, ამ საკითხზეც გამახვილდა ყურადღება. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ მიერ ჩატარებულ კვლევასა და მის შედეგებს.
