მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოფილმა ბანკირებმა სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა სიმართლის წინაშე დამარცხდნენ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც სახელმწიფომ ხაზარაძე - ჯაფარიძეს შეუქმნა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განსახორციელებლად, რაც, მთავრობის მეთაურის თქმით, მათ არ გამოიყენეს.
