ოლიმპიადის სკანდალური პერფორმანსი
რაც შეეხება თავად ოლიმპიური თამაშების გახსნის სკანდალურ ფრაგმენტს. სანახაობა, რომელსაც მილიარდიანი აუდიტორია ჰყავდა და წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო, მკაცრი კრიტიკის საბაბად იცა. მიზეზი საიდუმლო სერობის პაროდიაა, რაც ყველა ქრისტიანისთვის შეურაცხყოფა და უპატივცემულობაა. აღშფოთდნენ ამ რწმენის ადამიანები ყველგან, მათ შორის საფრანგეთში. უკვე არაერთი წერილი გავრცელდა სასულიერო პირთაგან, პროტესტის ტალღამ ორგანიზატორებს ბოდიში მოახდევინა, თუმცა ეს ამბავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში რჩება და დისკუსიის საგანია ბუნებრივია საქართველოშიც.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
