უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირებას დაეთმო. იმსჯელეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც. უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი, საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. კომისია ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს.
