პრემიერის შეხვედრა ომბუდსმენთან
პრემიერ-მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და ამ კუთხით აქტუალური საკითხები განიხილეს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ომბუდსმენის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს რეკომენდაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას ემსახურება.
