იტალიის პრემიერ მინისტრმა ჩინეთთან ურთიერთობების განახლების პირობა დადო
იტალიის პრემიერ მინისტრმა ჩინეთთან ურთიერთობების განახლების პირობა დადო. ჯორჯა მელონი, პეკინში, თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ვიზიტით იმყოფება. იტალიის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა რომ 5 დღიანი ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ მას ჩინეთთან ურთიერთობის ახალი ფაზის დაწყება და ორმხრივი თანამშრომლობის განახლება სურს. ჯორჯა მელონმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის პრეზიდენტთან. სი ძინ პინმა აღნიშნა რომ ორმა ქვეყანამ ისტორიული კავშირები უნდა შეინარჩუნოს, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო საზოგადოებაში საერთო ენისა და კონსენსუსის გამონახვას.
