ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით, ავიარეისების ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა
ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით, ავიარეისების ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა. ამის შესახებ ცნობა ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტმა გაავრცელა. ისრაელსა და ლიბანს შორის სამხედრო ესკალაციის შესაძლო საფრთხის ფონზე, ლუფთანზას ჯგუფმა თვის ბოლომდე ბეირუთის მიმართულებით დანიშნული ყველა რეისი შეაჩერა, მათ შორის ათენიდან, სტოკჰოლმიდან, ანკარიდან და ანტალიიდან. ლიბანის დედაქალაქში ლონდონიდან, კოპენჰაგენიდან და დუბაიდან ფრენები გადადო ახლო აღმოსავლეთის ავიახაზებმაც.
