თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში სისხლისღვრას ომის დასავლელი ბარონების გარდა, სარგებელი არავისთვის მოუტანია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში სისხლისღვრას ომის დასავლელი ბარონების გარდა, სარგებელი არავისთვის მოუტანია. მისი თქმით, ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ყველაფერს აკეთებენ ვითარების კიდევ უფრო ესკალაციისთვის. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად მუშაობს, ამისთვის იყენებს დაბალანსებულ პოლიტიკას და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ ომი შავი ზღვის რეგიონში არ გაფართოვდეს.
