“ჯექსონებთან” ერთად აცეკვებული მრავალრიცხოვანი მაყურებელი
“ჯექსონებთან” ერთად აცეკვებული მრავალრიცხოვანი მაყურებელი, უწყვეტი ოვაციები და აპლოდისმენტები - ასე დასრულდა ბათუმში რიგით მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი. ბათუმის კორტების სცენა ბოლო დღეს, “ჯექსონების” მუსიკალური დინასტიის შოუს დაეთმო. მუსიკალური ჯგუფი მსმენელის წინაშე ენერგიული სანახაობით წარდგა. კონცერტზე მათი ყველა ცნობილი ჰიტი აჟღერდა. შოუს მსვლელობისას დიდ ეკრანზე დოკუმენტური კადრებითა და ფოტოებით მაყურებელს უამბეს ჯგუფის ისტორია. შავი ზღვის სანაპირო მსოფლიოს წამყვანი ჯაზ შემსრულებლებს სამი საფესტივალო დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
