საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია “ეარ ჩინა” შემოდის
საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია “ეარ ჩინა” შემოდის. ავიაკომპანია შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარულ ფრენებს კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის. ავიაკომპანიის დელეგაციამ ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მიაწოდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამოქალაქო ავიაციის დირექტორი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი.
