2007 წელს "იმედის" და მთაწმინდის პარკის იძულებით ჩამორთმევის საქმე
2007 წელს ტელე "იმედის" და მთაწმინდის პარკის იძულებით ჩამორთმევის ეპიზოდზე ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი, ტელე იმედის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მთაწმინდის პარკის ყოფილი დირექტორი გოგი ჯაოშვილი დაიკითხა. მან გაიხსენა, რა გახდა პატარკაციშვილისა და ყოფილი ხელისუფლების დაპირისპირების საფუძვლები. გოგი ჯაოშვილმა პატარკაციშვილის ქონების დეიდაშვილზე, ჯოზეფ ქეიზე გადაფორმებაზეც ისაუბრა. ტელე "იმედში" შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე, ექსპრეზიდენტი და ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. მათ შორის ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი.
