"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი, ერთ წარმოებად გაერთიანდება
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი, ერთ წარმოებად გაერთიანდება. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა. მერაბ ტურავას თქმით, საკითხის განხილვას მინიმუმ ერთი თვე მაინც დასჭირდება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით , საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს ოპოზიციამ მიმართა.
