ენტონი ბლინკენი ფიქრობს, რომ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ვენესუელის მოსახლეობის რეალურ ნებას არ ასახავს
ენტონი ბლინკენი ფიქრობს, რომ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ვენესუელის მოსახლეობის რეალურ ნებას არ ასახავს.. ტოკიოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა 28 ივლისის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა და ვენესუელის საარჩევნო კომისიას ხმების სამართლიანი დათვლისკენ მოუწოდა. ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურო მესამე ვადით აირჩიეს. საარჩევნო კომისიის ცნობით, მან ხმების 51% დააგროვა. შედეგებს აპროტესტებს ვენესუელის ოპოზიცია, რომელიც ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალური გამარჯვებული მათი კანდიდატი ედმუნდო გონსალესია.
