ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, იაპონიის პრემიერ მინისტრს შეხვდნენ
ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, იაპონიის პრემიერ მინისტრს შეხვდნენ. ენტონი ბლინკენმა, ლოიდ ოსტინმა და ფუმიო კიშიდამ ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. იაპონიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს ამერიკასა და იაპონიას შორის სამხედრო ალიანსის გაძლიერების მიზნით დადებული შეთანხმებები. ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მინისტრები ვიზიტების ფარგლებში, ცდილობენ ამერიკის მოკავშირე ქვეყნები, ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკური რყევების ფონზე, დაარწმუნონ რომ შეერთებული შტატები მათი მტკიცე მხარდამჭერია.
