უკრაინის გენშტაბის ცნობით , რუსეთის არმიამ ფრონტის ხაზზე შეტევები გააქტიურა
უკრაინის გენშტაბის ცნობით , რუსეთის არმიამ ფრონტის ხაზზე შეტევები გააქტიურა, გასული დღეღამის განმავლობაში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის, 130 -ამდე შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელი მიმართულება ხარკოვის ოლქია. ოკუპანტმა ფრონტის ამ ნაწილში დამატებითი სამხედრო ნაწილები მიავლინა. უკრაინული სამხედრო პორტალი “დიპსთეიტი” წერს, რომ ოკუპანტი ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგის მიუხედავად, ინტენსიურ ბრძოლების შედეგად ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში წინ მიიწევს.
