ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სამშვიდობო გეგმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს მზად იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სამშვიდობო გეგმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს მზად იქნება. უკრაინის პრეზიდენტი იაპონურ ტელეარხთან ინტერვიუში ამბობს, რომ კიევი მხოლოდ სამართლიან მშვიდობას თანხმდება და შესაბამის ქვეყნებთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დეტალურად განიხილავს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად, პარტნიორებმა მოსკოვზე წნეხი უნდა გააძლიერონ. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ოკუპირებას განაგრძობს, უკრაინის არმია ცეცხლს არ შეწყვეტს.
