ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში პირველი ბურთი გაიტანა
ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში პირველი ბურთი გაიტანა. ნეაპოლის გუნდმა საკონტროლო შეხვედრაში ალბანეთის „ეგნატიას“ 4-0 მოუგო. კვარაცხელიამ პირველ ნახევარში ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ის შეცვალეს. მომდევნო ამხანაგურ თამაშს კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები, 31 ივლისს საფრანგეთის „ბრესტთან“ გამართავენ.