საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს
საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში - კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან. ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ცნობისთვის, შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ- ჰიგიენურ ნორმებს, ასევე მიკვლევადობას.
