ვენესუელაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, არეულობა დაიწყო
ვენესუელაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, არეულობა დაიწყო. კარაკასის ქუჩებში ოპოზიციის მომხრეები გამოვიდნენ და არჩევნების შედეგები, ეგზიტპოლების გამოცხადებამდე გააპროტესტეს. დემონსტრანტები საარჩევნო უბნებში შეშვებას და ხმების დათვლის პროცესის გაკონტროლებას ითხოვდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
