იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ესტუმრა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ესტუმრა. იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ მისი მიზანია ორმხრივი ურთიერთოებების გადატვირთვა. ვიზიტის დროს მან ხელი მოაწერა სამწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს, სტიმული მისცეს რომისა და პეკინის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. მედიის ცნობით, მელონის ოთხდღიანი ვიზიტი ჩინეთში, მიზნად ისახავს იტალიის ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე ორმხრივ ვაჭრობაში, დისბალანსის გამოსწორებას.