ახლო აღმოსავლეთში შემქნილ ვითარებას, აზიური ტურნეს ფარგლებში, იაპონიაში მყოფი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა
ახლო აღმოსავლეთში შემქნილ ვითარებას, აზიური ტურნეს ფარგლებში, იაპონიაში მყოფი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, გოლანის მაღლობზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისგან, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს, კონფლიქტის ესკალაცია არ სურს.
