პარიზში მიმდინარე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე „საიდუმლო სერობის“ სცენაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს
პარიზში მიმდინარე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე „საიდუმლო სერობის“ სცენაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს - “ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ, გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა”- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის თქმით, რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა.