ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმე
ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად გრძელდება. ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში, დღეს მოწმის სტატუსით კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოიკითხება. საქმე გრიფით საიდუმლოა, გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. მიზანი კი, სუსის ინფორმაციით, ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.
