კახა კალაძის განცხადება
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ არანაირი საბაბი არ არსებობს იმის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად.
