რადიკალების შეცვლილ რიტორიკაზე აკეთებს განცხადებას დედაქალაქის მერი
რადიკალების შეცვლილ რიტორიკაზე აკეთებს განცხადებას დედაქალაქის მერი. კახა კალაძე ამბობს, რომ პოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ, ახლა კი რიტორიკა კვლავ შეცვალეს. მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კეთდებოდა.