დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 3 ქართველი სპორტსმენი გამოდის
დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 3 ქართველი სპორტსმენი გამოდის. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მასპინძელი ვალიდ ხიარია. ძიუდოს წინასწარი შეხვედრები, 12:00 საათიდან დაიწყო, ვაჟა კი ტატამიზე რამდენიმე წუთში გამოვა. 100-მეტრიან დისტანციაზე გულაღმა ცურვაში საქართველოს სახელით იასპარეზებს ნოე ფანცხავაც. კრივში, 28 წლის გიორგი ყუშიტაშვილი ოლიმპიადაში მერვედ ფინალიდან ერთვება, მისი მეტოქე აზიის ჩემპიონი, ტაჯიკი მოკრივე იქნება.
