სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვის პროცესი. გამოჰკითხეს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და პანკისში მცხოვრები რამდენიმე ქისტი. გამოკითხულთა შორის იყვნენ ბიზნესმენებიც. თბილისის გარდა გამოკითხვა მიმდინარეობდა ბათუმშიც. გამოძიების პარალელურად, კეთდება პოლიტიკური განცხადებები.
